ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს - ვინ სად არის დასაქმებული?
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს - ვინ სად არის დასაქმებული?
ფოტო:ვერა ქობალია, ლევან ვარშალომიძე, გიორგი კვრიკაშვილი, ნიკა გილაური
21 მა­ისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდს ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ეს ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ შემ­თხვე­ვა­თა­გან, რო­დე­საც ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე საკ­მა­ოდ მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე აგ­რძე­ლებს.

AMBEBI.GE გა­გახ­სე­ნებთ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნი­კებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა დროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვათ და ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო თუ პო­ლი­ტი­კურ სექ­ტორ­ში არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­კე­თეს კა­რი­ე­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი
ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის
ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა.
ლევან ვარშალომიძე, მიხეილ სააკაშვილი
სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2004-2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იყო, 2015 წლის 13 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ქვეყ­ნის რე­ფორ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. მას უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დის შექ­მნა და­ე­ვა­ლა. მრჩე­ველ­თა
საბ­ჭოს ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და რჩე­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო.

იმა­ვე წლის 30 მა­ისს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დათ­მო, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა. 17-თვი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი კი კო­რუფ­ცი­ა­სა და კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ამ­ხი­ლა.

ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც შეძ­ლო სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. 2020 წლის აპ­რილ­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, უკ­რა­ი­ნის რა­და­ში მისი კან­დი­და­ტუ­რა არ გან­ხი­ლუ­ლა.

მა­ის­ში კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­უ­ნა­ხა და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­ზეც ზე­ლენ­სკის პა­სუ­ხი იყო: "ვფიქ­რობ, ეს ქარ­თუ­ლი მხა­რის შეც­დო­მაა. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, მე კი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვარ, რო­მელ­მაც ის და­ნიშ­ნა".


ნიკა გი­ლა­უ­რი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთავ­რო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა და სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში 8 წელი გა­ა­ტა­რა. 2004 წელს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, 2007-2009 წლებ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იყო, 2009 წლის 6 თე­ბერ­ვლი­დან 2012 წლამ­დე კი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

2012 წელს გი­ლა­ურ­მა "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა, თუმ­ცა ეს პოს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ტო­ვა. იმა­ვე წელს კომ­პა­ნია "რე­ფორ­მა­ტიკ­სი" და­ა­არ­სა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ფი­ნან­სე­ბია.

“რე­ფორ­მა­ტიკ­სი“ თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ლი­დე­რებ­თან და ეხ­მა­რე­ბა მათ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

გი­ლა­უ­რი, რო­გორც "რე­ფორ­მა­ტიკ­სის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­და მსოფ­ლი­ოს 3 კონ­ტი­ნენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით.

2014 წლი­დან ნიკა გი­ლა­უ­რი ამე­რი­კუ­ლი მე­ნე­ჯმენტ-სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია McKinsey & Company-ის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი­ცაა.

ვერა ქო­ბა­ლია

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, 1996 წელს ოჯახ­თან ერ­თად იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთავ­რო­ბა­ში და­საქმდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.
ვერა ქო­ბა­ლი­ას ოჯახს კა­ნა­და­ში სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი აქვს

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, 2012 წლის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა "მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა", რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მსგავს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.

2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს პო­ლო­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, თე­მებ­ზე - „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში", „სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში" და „რე­ფორ­მე­ბი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში". ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია "ას­ტა­ნა ექ­სპო 2017"-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზეც საქ­მი­ა­ნობ­და.

2016 წელს ქო­ბა­ლია ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და კონ­სულ­ტა­ცია იყო.

ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე, ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ატა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

"ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში - ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კში (EBRD) სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა და უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბას უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა EBRD-ის ეგი­დით უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის­თვის სა­ჯა­რო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებს შო­რის დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა, 2018 წლის 13 ივ­ნისს კი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, რის მი­ზე­ზა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მას­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

"იყო რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, რომ­ლებ­შიც მქონ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი. 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, არას­დროს მოვ­რი­დე­ბი­ვარ პო­ლე­მი­კას. ვფიქ­რობ, დღეს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გუნ­დი და­ა­კომ­პლექ­ტოს იმ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია" - გან­მარ­ტა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რო­ბამ­დე, 2012-2015 წლებ­ში კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი იყო, 2015 წელს, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ "ქარ­თუ ბან­კი­დან" მო­ვი­და, სა­დაც 2006-2011 წლებ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. იხილეთ სრულად
ალექს
24 მაისი 2020 16:11
ნაცმო რუსულენოვანი მოქკავშირის ახალი, ინგლისურენოვანი სისხლია , მისი ვარდისფერი ფასადია და ცრუობდა, როცა იძახოდა მემარჯვენე ნეოკონსერვატორი ვარო, ასეთი იდეოლოგია , როგორც ფართო პოლიტიკური მიმდინარეობა არც ამერიკაშია , და ის სააკაშვილს მარტო პროამერიკულობის შირმად და მაკკეინის ფრთის საამებლად კი არა, არამედ ქართული ახალშობილი ბიზნესის დატერორების ალიბადაც სჭირდებოდა, შესაძლოა კგბ-სთან ნათესაური და ოჯახური ფესვების და კავშირების დასაფარადაც !
განვმარტავ :ეს იდეოლოგია, უფრო კი მოკლევადიანი ტაქტიკა, წმინდა ამერიკული ფენომენია და არცერთ სხვა ქვეყანას არ ახასიათებს , მოკლევადიანი შიდა პოლიტიკური კამპანიაა და გულისმობს ამერიკის პრეზიდენტის მეტ ჩარევას ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე ეს მის საპროგრამო დაპირებებში და ზომიერი მემარჯვენის საზოგადოდ მიღებულ ქმედებებში ეტევა თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯებისათვის კონგრესისაგან მეტი ფულის მისაღებად (არ აძლევდა და რა ექნა !?) , მთელი მარილი იმაშია , რომ თავდაცვის უნარიანობის გაზრდა საქართველოს ნულოვან ეკონომიკას სააკაშვილის არც მეტი ჩარევით და არც ნაკლებით, არ შეეძლო და არ შეუძლია უსააკაშვილოდ, ის ოცდაათჯერაა შემცირებული 1988 წელთან შედარებით და სააკაშვილი კი არა, დიდი სამეული ვერ ამოწევს ისე , რომ თუნდაც სამი ზარბაზნით მეტი ეყიდა, ან ახლა იყიდოს !
ბევრმა არ იცის , რომ აღარაა ნაცმო ნეოკონსერვატორი, ახლა სხვაა რაღაც , არ იცის ნაცმასამ, როგორც ის ძველი არ იცოდა რა იყო , მარტო ბოკერიამ და ბაქრაძემ იციან, სავარაუდოდ არც ვაშაძეებმა იციან , ისეთივე თითიდანაა გამოწოვილი , როგორც ის ნეოკონსერვატიზმი , სავარაუდოდ ამერიკამ გაუგო მათ გემო და ახლა ევროპას ეტორღიალებიან !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები