"ზუკა მთელი 6 თვე ბნელ ოთახში იწვა და სახლიდან არ გადიოდა" - რას ჰყვება გიო ხუციშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

"ზუკა მთელი 6 თვე ბნელ ოთახში იწვა და სახლიდან არ გადიოდა" - რას ჰყვება გიო ხუციშვილის მეუღლე

ქართველი მომღერლისა და რეჟისორის გიო ხუციშვილი გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. მისი სიკვდილი განსაკუთრებულად მტკივნეული და მძიმეა ოჯახის წევრებისთვის. როგორც გადაცემა "პროფილში" საუბრისას მომღერლის მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ აღნიშნა, ზუკას მამის გარეშე ყოფნა დღესაც ძალიან უჭირს.

"ზუკაზე ვეუბნებოდი, ნუ ურეკავ ამდენჯერ, ამხელა კაცია... ყველაფერი უნდოდა სცოდნოდა, სად მიდის, როდის მიდის, სამსახური რომ დაიწყო, იმაზეც სულ ნერვიულობდა, სულ ურეკავდა, ზუკას დღესაც ძალიან უჭირს მის გარეშე, საერთოდ ვცდილობ, რომ არც ველაპარაკო მაგ თემაზე, ზუკა მთელი 6 თვე ბნელ ოთახში იწვა და სახლიდან არ გადიოდა, დღესაც ძალიან უჭირს, ამას წინ ძველი ვიდეოები ვანახე და მივხდი, რომ არ უნდა მექნა, ძალიან განიცდის, დღემდე არ არის მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსული.

გიო ყველას ცდილობდა დახმარებოდა, ვიღაც რომ დაურეკავდა. მე მითქვამს, გიო, რატომ არ შეგიძლია უარის თქმა, მერე ამაზე ნერვიულობდა, ყველას მართლა ყველაფერს ჰპირდებოდა და ყველაფერს უკეთებდა, ყველაფერს იღებდა თავის თავზე, ოჯახშიც, მეგობრებშიც, ახლობლებლებშიც, აი, ქუჩაში რომ მივდიოდით, ვიღაც რაღაც თავის პრობლემას მოუყვებოდა, ეს ეუბნებოდა დამირეკე და მე მოგიგვარებ, მე ვეუბნებოდი, მერე ხო ამაზე შენ უნდა ინერვიულო, მპასუხობდა, მე ამას გავუკეთებ და უკეთებდა.მართლა საოცრება იყო, ყველაფერს იღებდა ახლოს გულთან, ყველას ტკივილს და ყველას დარდს... ჩვენი სახლის წინ არის ერთი მაღაზია, და ერთ დღეს, მეპატრონემ დამინახა თუა არა,  დაკიდა ტელეფონი და მითხრა, მაია, შენ მარტო როგორ უნდა იაროო?! სულ ხედავდა, ერთად რომ გამოვდიოდით და დავდიოდით. ეს კითხვა მეც ბევრჯერ დამისვია ჩემი თავისთვის, თავიდან სახლიდან ვერ გავდიოდი, პირველად, რომ სახლიდან არავინ მეკითხება სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ, როდის მიდიხარ, როდის მოხვალ, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ეგუები, ცხოვრება გრძელდება, სადმე რომ ვიყავი და დამირეკავდა, რას შვები უნდა ავმდგარიყავი და სახლში მივსულიყავი, ამის გამო სულ მეჩხუბებოდნენ, კარგი რა მოგივიდა... ტელეფონიდან არ მყავს წაშლილი, ბედნიერება არის, რომ გვერდზე მყავდა, ძალიან საყვარელი იყო, ძალიან მენატრება, ახლა ვეტყოდი, რომ მიყვარს ძალიან და მენატრება, მაკლია ძალიან. მე არ მიყვარდა ძაღლი და სულ ყიდულობდა, მოჰყავდა, ეს ერთ კვირაზე მეტი არ გრძელდებოდა, იმიტომ, რომ მერე ვიღაცას აჩუქებდა, ვერ ვკიდებ ხელს, ვეუბნებოდი, ვერ ვაჭმევ, ვერ ვუვლი, სულ გვქონდა ამაზე დავა, სულ მე ვიმარჯვებდი, ბოლოს, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე იყიდა ძაღლი, დაურეკა ვიღაცას, მოკლედ, ფოტო გადმოუგზავნეს, აკიტა ერქვა, არ მოიყვანა სახლში და თქვა, ერთ თვეში რომ ავალ წავკისში, იქ მეყოლება და ჩემთან ერთად იქნებაო, მითხრა, შენ ეს ძაღლი შეგიყვარდებაო, ეს ამბავი რომ მოხდა, ზუკას დაურეკეს და მოუყავნეს ეს ძაღლი, ისე რომ გიოს არ უნახავს, ეს ძაღლი ახლა ჩვენთან ცხოვრობს, ახლა ამ ძაღლზე ვგიჟდები".

იხილეთ ასევე:"გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია..."

იხილეთ ასევე: გიო ხუციშვილის აქამდე უცნობი ფოტოები