24 საათში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა და 14 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
24 საათში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა და 14 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, თუმცა ჟანგბადდამოკიდებული არც ერთი არ არის და მათი მდგომაროება გაუმჯობესებულია.

"5 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 14 კი - გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 207 პაციეტი
მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით მეტია. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის უკვე არსებული დაავადებულების კონტაქტი, 2 არის საკარანტინე სივრციდან. ჩემთვის როგორც ცნობილია, კრიტიკული არც ერთი არ არის და დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენთან 5 ახალი შემთხვევიდან არც ერთი პაციენტი არ შემოსულა. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა და ახლა 34 პაციენტი
გვყავს, გუშინდელი 4 შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა მიმდინარეობს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს კვლავ სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი არ არის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერჯერობით, მაინც პროგნოზულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომაროების გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?