"რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტი განიკურნა და აჭარამ "მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა"
"რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტი განიკურნა და აჭარამ "მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა"
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ორი პაციენტიც განიკურნა და აჭარამ "მწვანე ზონის" სტატური დაიბრუნა.

როგორც მან აღნიშნა, 30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"რეგიონში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა "მწვანე ზონის" სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებული და ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არის მოდუნების,
თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაცების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან", - განაცხადა რიჟვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები