ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დადასტურდა - კვირის პალიტრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დადასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მერიაში განუცხადეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი მიზნობრივი ჯგუფებიდან. 66-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და მხოლოდ ერთს, მუშევანში დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

დღეისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმი კი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.