"ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - რა დაწერა ზუგდიდის სკოლის მასწავლებელმა სოციალურ ქსელში, რის გამოც სკანდალში გაეხვა
"ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - რა დაწერა ზუგდიდის სკოლის მასწავლებელმა სოციალურ ქსელში, რის გამოც სკანდალში გაეხვა
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ხათუნა ქვარცხავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საკითხზე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი 24 მაისს იმსჯელებს. ხათუნა ქვარცხავამ, რომელიც ქიმიას ასწავლის, სოციალურ ქსელში დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებსა და ბოლო ზარის შესახებ დაწერა, სადაც ნათქვმი იყო, რომ უხარია, რადგან მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

"ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო
და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არა მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელისა და გვარის ხსენებაც მზარავს, თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს,
წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 38-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის მთავარი და არა ვთქვათ, ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში," - დაწერა ხათუნა ქვარცხავამ.

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ქვარცხავას ფეისბუქის გვერდზე ეს პოსტი უკვე წაშლილია.
ანა
24 მაისი 2020 10:21
ნუთუ არა აქვს უფლება მასწავლებელს,დაწეროს ის რასაც გრძნობს ? დიახ,არიან ისეთი მოსწავლეები,რომელთა გახსენება მასწავლებლებლებს არ უნდათ? სადაა ს იტყვის თავისუფლება და დემოკრატია? რატომ უნდა უყვარდეს უცოდინირი და უზრდელი მოსწავლე მასწავლებელს? მე ერთი წელი ვიმუშავე სკოლაში და ეს იყო კოშმარი...მადლობა ღმერთს, იქით აღარ გამიხედავს ....
24 მაისი 2020 09:29
ვემხრობი ამ ქალბატონის აზრს. გვარები არ დაუსახელებია. ამიტომ არავის აქვს უფლება თქვას ის, რასაც გრძნობს. ბევრი მოსწავლე თავხედი და უზრდელი რომ არის ეს ახალი ამბავია? ახალი რეგულაციებით მასწავლებელი უუფლებო რომ გახდა და ბევრი ვითომ მოსწავლე ამით რომ სარგებლობს და მასწავლებლებს გაკვეთილი ნორმალურად ვერ ჩაიტარებია ეს ახალი ამბავია? კარგია რომ ბოლოსდაბოლოს ხმა ამოიღო ვინმემ და თავიდი გულისტკივილი აღიარა და ფარისევლურად არ მოიქცა უმრავლესობისაბით უიმე რა ანგელოზებმა დაგვტოვეს, უმათოდ რსღა გვეშველებაო
ნიკა
24 მაისი 2020 06:48
ეს ის მასწავლებელია, რომელთანაც თუ დადიხარ სამეცადინოდ მისი ფავორიტი ხარ, თუ არადა,როგორც თვითონ წერს"თუ 18 -ის არ ვარგიხარ, არ 38 ივარგებ. (მე მასწავლიდა და ვიცი,)

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები