"Tik-Tok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული" - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"Tik-Tok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული" - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებ გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უწყებამ აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში, ასევე პეკინში.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად, საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მომართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ნაწილია", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"