რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება - კვირის პალიტრა

რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.

აღნიშნული დადგენილება 23 მაისიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება. გაგრძელება