"ბასილაშვილი ცოლზე წლები ძალადობდა...დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდა" - რას წერს ჟურნალისტი ცოლ-ქმრის დაპირისპირებაზე?
"ბასილაშვილი ცოლზე წლები ძალადობდა...დუმილის სანაცვლოდ ფულს უხდიდა" - რას წერს ჟურნალისტი ცოლ-ქმრის დაპირისპირებაზე?
ჟურ­ნა­ლის­ტი მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ფილ მე­უ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სკან­და­ლურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მოკ­ლედ, კი­დევ ერთხელ რომ გან­გი­მარ­ტოთ, ზო­გი­ერ­თი ჩლუნ­გი რომ არ გა­მოხ­ტეს მერე - კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბევ­რი წე­ლია მაქვს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თა­ვის ცოლ­ზე ძა­ლა­დობ­და და ბევ­რი წე­ლია და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. შე­რიგ­დნენ, და­შორ­დნენ. ნელი, იგი­ვე ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­უღ­ლეს­თან, რომ­ლის მი­ხედ­ვით ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მას ყო­ველ თვე ასი ათას ლარს ური­ცხავ­და. ბავ­შვს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი
ნა­ხუ­ლობ­და სოც მუ­შა­კის ნე­ბარ­თვით და იშ­ვი­ა­თად!

ამ კონ­ტრაქ­ტის სა­ნაც­ვლოდ, დო­რო­ყაშ­ვი­ლი იყო ჩუ­მად. ჩემი ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან მო­ი­თხო­ვა კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა და სა­მა­სი ათა­სი ლარი ყო­ველ­თვი­უ­რად, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.


ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შვი­ლი ჰყავ­და თა­ვის­თან სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნი­ლი, სოც­მუ­შა­კის დას­წრე­ბის გა­რე­შე, ზუს­ტად ერთ სა­ათ­ში მას­თან სახ­ლში მი­დის ყო­ფი­ლი
ცოლი და იქ იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი. რის შემ­დე­გაც დო­რო­ყაშ­ვი­ლი იძა­ხებს პო­ლი­ცი­ას და ბა­სი­ლაშ­ვილს აპა­ტიმ­რე­ბენ!

ის, რომ ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, ამა­ზე დავ­წე­რო??? თუ მიხ­ვდე­ბა ზო­გი­ერ­თი ჩლუნ­გი თა­ვი­სით! ქალი, რო­მე­ლიც სო­ლი­დუ­რი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ არის ჩუ­მად და გაზ­რდი­ლი თან­ხის მო­თხოვ­ნა­ზე უა­რის შემ­დეგ ასა­ჯა­რო­ებს ამას, მი­თხა­რით, მე ვარ რა­მის გამპრა­ვე­ბე­ლი??

ნელი დო­რო­ყაშ­ვილს არას­დროს ჰქონ­და პრობ­ლე­მა, სა­ჯა­როდ ეთ­ქვა სი­მარ­თლე, თუმ­ცა და­კარ­გავ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტით გა­წე­რილ ფულს.

აქვე, სახ­ლს სა­დღაც ბა­გებ­ში, მან­ქა­ნას, კო­მერ­ცი­ულ ფართს ვე­რა­ზე და ა.შ

კაცი რომ ქალ­ზე ძა­ლა­დობ, სი** ხარ, მაგ­რამ სორი, მაგ­რამ ქალი გა­ვა­მარ­თლო?

ერ­თმა­ნეთ­ზე უა­რე­სე­ბის ამ­ბა­ვია", - წერს მაგ­და კლდი­აშ­ვი­ლი.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.


ბებე
25 მაისი 2020 12:11
დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ალბად აუტანელი გახდა ძალადობა :) მაგრამ დაშორებულები თუ იყვნენ როგორღა ძალადობდა, მანიაკი ხომ არ იყო, ან რაში აწყობდა გაშორებულ ცოლზე ზრუნვა, მხოლოდ ბავშვის თემით გაცილებით მარტივად და კომფორტულად მოგვარდებოდა...არა ძალადობას, რა თქმა უნდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზს!
გრიშა
25 მაისი 2020 07:27
სორი მაინც ძალიან იზაშნად გამოგივიდა აი...ვაა
სიხარბემ ფრაერი დაღუპა!
25 მაისი 2020 02:19
გაყროდა ქმარს ოფიციალურად, ბავშვს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაენიშნებოდა ალიმენტი მამის შემოსავლის 33% და ამით ამოიწურებოდა კონფლიქტი, მაგრამ ეს ქალბატონი სპორტსმენ ქმარს მეწველ ძროხად ვეღარ გადააქცევდა. აი, ახლა კი სავარაუდოდ, საქმე ამ გზით წარიმართება და ფემინისტების წკავწკავი ვეღარაფერს შესცვლის! ასეა - "ЖАДНОСТЬ ФРАЕРА СГУБИЛА!"

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?