არსებობს რისკი ზღვაში ბანაობის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა ვირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - რას ამბობს ინფექციონისტი?
24-05-2020
არსებობს რისკი ზღვაში ბანაობის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა ვირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - რას ამბობს ინფექციონისტი?
ფოტო:ალექსანდრე გოგინავა
მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება სულ მალე ტურისტულ სეზონის გახსნას აანონსებს. ზღვა კი არა მარტო უცხოელების, არამედ აქაურებისთვისაც განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. ხომ არ არის რისკი ბანაობის შედეგად დაინფიცირების და შესაძლოა თუ არა კორონავირუსის გადამტანი კოღოც იყოს? - ამ კითხვებს ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს:

- ზღვა საშიში არ არის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაადასტურა, რომ ზღვიდან კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე არსებობს. ზღვა - არა, მაგრამ სახიფათო შეიძლება
იყოს პლაჟი, სადაც აუცილებელი იქნება დისტანცირება.

- არც მდინარეზე ბანაობაა საშიში?
- არა. არც გამდინარე წყალია საშიში და არც - სასმელი, რადგან სასმელ წყალს ქლორით სტერილიზაცია უკეთდება, ქლორი კი ადვილად კლავს კორონავირუსს.

- ზაფხულში მომრავლებული კოღო თუ შეიძლება გახდეს კორონავირუსის გადამტანი?

- არა, ჯერჯერობით კორონავირუსული
ინფექციის ტრანსმისიული გზით, ანუ კბენით გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- კორონავირუსის ეს სეზონი როდის დასრულდება?
- პანდემიის პირველი ტალღა, ალბათ, ივნისი-ივლისისთვის დასრულდება, თუმცა კორონავირუსი არსად წავა. ის იქნება ჩვენთან ერთად, ოღონდ არა - ასეთი აგრესიული სახით. რაც შეეხება მეორე ტალღას, რომელიც შეიძლება შემოდგომაზე ან ზამთარში აგორდეს, იქნება უფრო მსუბუქი და ამასობაში, იმედია, ვაქცინაც წამოგვეწევა. იხილეთ სტატია სრულად
ამური მშვენიერაძე
25 მაისი 2020 03:06
შავი ზღვის აკვატორიაში შემოჭრილი სომხეთის მოქალაქე არ შეიძლება იყოს ვირუსის გადამტანი ?
...
25 მაისი 2020 00:22
ზღვიდან არ იქმება გადამდები კორონა ზღვა ხომ მარილიანია ვირუს არ უყვარს მარილი ყელი რომ მტკიებია რამოდენიმეჯერ გამომივლია მარილიანი ან სოდიანი წყალი და მომრჩენია ყელი მაგრამ მწერებზე რა მოგახსენოთ მე ძან მეშინია მწერებისიმედია ომ არაფერი შეგვხდება ჯვრი გვწერიაყვლას ექიმებო ღმერთმა თქვენი იმედი არ მოგვიშოროს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?