"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აქვეყნებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართვას, რომელსაც გთავაზობთ:

"ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვა საზიგადოებას... ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე.

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკცებ".

შეგახსენებთ, ის ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და სასამართლომ 100 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მომდევნო სასამართლო სხდომ 16 ივლისს ჩანიშნა.

იხილეთ ასევე: "ქალისთვის მთავარია ოჯახი" - რას ყვებოდა 1 წლის წინ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე?