"პი­რა­დად მე და მის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს, არა­ერ­თხელ მოგ­ვცა სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ვე­ლი" - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე? - კვირის პალიტრა

"პი­რა­დად მე და მის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს, არა­ერ­თხელ მოგ­ვცა სი­ა­მა­ყის სა­ფუძ­ვე­ლი" - რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე?

ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო" - წერს შოთა არველაძე. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს