"ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს" - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები?
"ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს" - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები?
ფოტო:ნიკოლოზ ბასილაშვილი, მამა შალვა კეკელია, თაკო ჩხეიძე, "მამულიჩა"
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ 100 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. სპორ­ტსმენს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მხრდა­ჭე­რას უცხა­დებს.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი:

"ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მეს მინ­და შე­ვე­ხო. დიდ პა­ტივს ვცემ კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა ვინ­მე რიგს არ­ღვევს. ცოტა ხნის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25 წუთი მა­ღა­ზი­ის რიგ­ში ვი­დე­ქი,
ჩემს უკან ხან­დაზ­მუ­ლი ქალი შევ­ნიშ­ნე და რიგი და­ვუთ­მე, შემ­დეგ სხვა ქალ­ბა­ტონ­მაც მთხო­ვა, შვი­ლო, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა და იქ­ნებ, ახლა მე შე­მიშ­ვაო. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­ტა­რე. ამ­ჯე­რად, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ჩემ რიგს. დაც­ვამ შეს­ვლის­კენ მო­მი­წო­და, ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი თუ არა, 50 წლამ­დე ასა­კის ქალ­მა და­იყ­ვი­რა, სად მი­დი­ხართ, თქვენ ახლა მოხ­ვე­დით, რიგი
და­ი­ცა­ვი­თო! მას ურ­ცხვად აჰ­ყვნენ სხვა ქა­ლე­ბი და ამ ალი­ა­ქოთ­ში მა­მა­კა­ცე­ბიც გა­მო­მე­სარ­ჩლ­ნენ. თით­ქოს, ქა­ლებ­ზე ზე­წო­ლას ვახ­დენ­დი. ცო­ტაც და, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით ბრალს წა­მი­ყე­ნებ­დნენ.

უფ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალ­თა, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა, თუ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, გა­რე­მოს დამ­ცვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბი­ან, ფე­მი­ნიზ­მის მხა­რეს დგა­ნან და პრე­ტენ­ზია აქვთ და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე; რო­მელ­თა პი­რი­დან წა­მო­სუ­ლი ყო­ვე­ლი სი­ტყვა შე­სა­შუ­რად პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლია, რა­ტომ გა­მო­აქვთ ვერ­დიქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე? რა­ტომ ხუ­ჭა­ვენ თვალს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ა­ზე? მარ­თა­ლია, შე­საძ­ლოა, სტა­ტის­ტი­კით მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბი აჭარ­ბე­ბენ ქა­ლებს, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს ფაქტს, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­მა­კა­ციც იყოს მსხვერ­პლი.

და­ე­ლო­დეთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შემ­დეგ გა­ა­კე­თეთ ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი".

მამა შალ­ვა კე­კე­ლია:

"სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი, ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო შვი­ლი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი... ნიკა შენ გვერ­დით ვარ... არა ძა­ლა­დო­ბას... თავი შე­ი­კა­ვეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­გან".

თაკო ჩხე­ი­ძე, მო­დე­ლი:
"რა სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ვართ, ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე ზუს­ტად იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს. იქ­ნებ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და მერე ავ­ტე­ხოთ ერთი ამ­ბა­ვი??"

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:
"ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და ალ­ბათ გახ­სოვთ არა­ერ­თი თემა გაგ­ვი­კე­თე­ბია კერ­ძოდ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა იქ სა­დაც 126 პრი­მა მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც უბ­რა­ლო ზე­პი­რი ბრალ­დე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გაბ­რა­ზე­ბულ­ზე "გას­რო­კო" მა­მა­კა­ცი უფრო და­უც­ვე­ლი გა­მო­დის და ქალს მეტი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა. "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტან­ჯვის ქვეშ", რო­გორც კა­ნონ­ში ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია ბევრ ცოლს ყავს თა­ვის ქმა­რი ჩვენს გარ­შე­მო და ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, ცოტა გახ­სენ­დე­ბათ?  წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და რამ­დე­ნი ცო­ლია ამ მუხ­ლით და­სა­ჭე­რი...

სტა­ტუ­სი ზო­გა­დია, სხვი­სი საქ­მის არ ვიცი, თუმ­ცა მე მა­პა­ტი­ეთ, ასეთ მო­ზო­მილ და ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ტიპ­ზე, რო­გო­რიც ბა­სი­ლაშ­ვი­ლია, ბრალ­დე­ბას ვერ და­ვი­ჯე­რებ!!! ესაა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხიც".

კახა მამულაშვილი, პროდიუსერი:
"სანამ მანამ, იქნებ ვისწავლოთ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,წინასწარ ნუ ჩავდებთ მიწაში" იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?