"ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს" - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები? - კვირის პალიტრა

"ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს" - როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები?

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავებიან, გუშინ სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი და შეფასება იწერება. სპორტსმენს არაერთი ცნობილი ადამიანი მხრდაჭერას უცხადებს.

ლევან სონღულაშვილი, მხატვარი:

"ბასილაშვილის საქმეს მინდა შევეხო. დიდ პატივს ვცემ კანონმორჩილ მოქალაქეებს და ძალიან მაღიზიანებს, როცა ვინმე რიგს არღვევს. ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, 20-25 წუთი მაღაზიის რიგში ვიდექი, ჩემს უკან ხანდაზმული ქალი შევნიშნე და რიგი დავუთმე, შემდეგ სხვა ქალბატონმაც მთხოვა, შვილო, ძალიან მეჩქარება და იქნებ, ახლა მე შემიშვაო. ბუნებრივია, გავატარე. ამჯერად, მოუთმენლად ველოდი ჩემ რიგს. დაცვამ შესვლისკენ მომიწოდა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა, 50 წლამდე ასაკის ქალმა დაიყვირა, სად მიდიხართ, თქვენ ახლა მოხვედით, რიგი დაიცავითო! მას ურცხვად აჰყვნენ სხვა ქალები და ამ ალიაქოთში მამაკაცებიც გამომესარჩლნენ. თითქოს, ქალებზე ზეწოლას ვახდენდი. ცოტაც და, ძალადობის მუხლით ბრალს წამიყენებდნენ.

უფლებებზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ ის სუბიექტები, რომლებიც ქალთა, უმცირესობათა, თუ ცხოველთა უფლებების, ასევე, გარემოს დამცველად გვევლინებიან, ფემინიზმის მხარეს დგანან და პრეტენზია აქვთ დასავლურ ფასეულობებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე; რომელთა პირიდან წამოსული ყოველი სიტყვა შესაშურად პოლიტკორექტულია, რატომ გამოაქვთ ვერდიქტი დანაშაულის დამტკიცებამდე? რატომ ხუჭავენ თვალს უდანაშაულობის პრეზუმციაზე? მართალია, შესაძლოა, სტატისტიკით მოძალადე ქმრები აჭარბებენ ქალებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ რიგ შემთხვევებში, მამაკაციც იყოს მსხვერპლი.

დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გააკეთეთ ასეთი რადიკალური განცხადებები".

მამა შალვა კეკელია:

"საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი... ნიკა შენ გვერდით ვარ... არა ძალადობას... თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან".

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

"რა საოცარი ხალხი ვართ, ჯერ ცაში აგიყვანენ, მერე ზუსტად იგივე ხალხი მიწაში ჩაგდებს. იქნებ დაველოდოთ გამოძიებას და მერე ავტეხოთ ერთი ამბავი??"

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

"ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე "გასროკო" მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. "ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ", როგორც კანონში ფორმულირებულია ბევრ ცოლს ყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ?  წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი...

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც".

კახა მამულაშვილი, პროდიუსერი: "სანამ მანამ, იქნებ ვისწავლოთ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,წინასწარ ნუ ჩავდებთ მიწაში" იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვა