"შოკ­შია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ეს რომ ჩემ­თვის ვინ­მეს ეთ­ქვა, არ და­ვი­ჯე­რებ­დიო..." - რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ბასილაშვილის ადვოკატი
"შოკ­შია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ეს რომ ჩემ­თვის ვინ­მეს ეთ­ქვა, არ და­ვი­ჯე­რებ­დიო..." - რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ბასილაშვილის ადვოკატი
ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სპორ­ტსმე­ნის მხრი­დან ყო­ფილ ცოლ­ზე არა­ნა­ირ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, 48 სა­ათ­ში რაც მოხ­და, გა­მო­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ძი­რი­თა­დად, საქ­მე­ში მისი ჩვე­ნე­ბე­ბია. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ცალ­სა­ხად ჩანს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია. ასე­ვე, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და ვე­ლო­დე­ბით დას­კვნებს.

და­ი­კი­თხნენ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრნენ ყვე­ლა­ფერს, თვითმხილ­ვე­ლე­ბი
არი­ან და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია" - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ "იმე­დის დღის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

მისი თქმით, მა­შინ რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ და­უდ­გე­ნია, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნამ­დვ­ლად არის ბრა­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ის უკვე "მო­ნათ­ლა" მო­ძა­ლა­დედ, რი­თაც მისი უდუ­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­არ­ღვია:
"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დენს მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზე­ბას, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ არ იცის, გი­ტა­რით, ნა­ჯა­ხით თუ ჩონ­გუ­რით მოს­დევ­და მა­მამ­თი­ლი. ამის შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც არ­სე­ბობს და თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, შე­ვეც­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ვა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში. გარ­და ამი­სა, ნი­კო­ლო­ზის მა­მას აქვს მუხ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და ძა­ლი­ა­ნაც რომ სდო­მო­და, ვერ გა­მო­ე­კი­დე­ბო­და... ეს არის ოჯა­ხის დიდი ტრა­გე­დია, მთე­ლი ოჯა­ხი არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი...

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია შე­ი­ლა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ქვეყ­ნის გა­რე­თაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა მას­ზე, არა­ფერს ვამ­ბობ, მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე - შოკ­შია სრუ­ლი­ად, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ნუთუ ეს ასე ხდე­ბა მარ­თლა? ეს რომ ჩემ­თვის ვინ­მეს ეთ­ქვა არ და­ვი­ჯე­რებ­დიო... მისი ინ­ტე­რე­სია შვი­ლი იზ­რდე­ბო­დეს ჯან­საღ გა­რე­მო­ში.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური, ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები იმისა, რომ მის მიმართ შესაძლებელია გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, მან ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს, რომ ის დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას, აქვე განვმარტავ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი და შაბათი აქვს გამოყოფილი ბავშვთან ყოფნისთვის, იმ დღეს როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ბავშვი ჰყავდა თავის სახლში წამოყვანილი, თავისი დრო რომ უნდა გამოყენებინა და შვილთან ერთად ეთამაშა კორტებზე, დაახლოებით ორმოც წუთში მოაკიტხა ამ ქალბატონმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სახლში და ბავშვი ძალით წამოიყვანა. გამოკითხული გვყავს სოციალური სამსახურის ის თანამშრომელიც, რომელსაც დაურეკა და სთხოვა რომ დასწრებოდა ის ბავშვთან მის ურთიერთობას, სოციალური სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის ვერ დაესწრებოდა მეორე მხარის თანხმობის გარეშე და მეორე მხარემ უთხრა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სამწუხაროდ, სოციალურ სამსახურს აქვს უფრო მეტი ინფორმაცია ამ საქმეზე და იმედს ვიტოვებ, რომ არა მარტო ეს, არამედ ბევრი სხვა შემთხვევა საქართველოში, როდესაც მშობლების კონფლიქტებს ესწრებიან ხოლმე ბავშვები და ბავშვების ინტერესები არის კატასტროფულად შელახული და მათ ფსიქიკაზე არავინ არ ფიქრობს, მინდა მივმართო სახელმწიოფს, სოციალურ სამსახურს, იყვნენ ყურადღებით, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვების ინტერესები იყოს წინა პლანზე წამოწეული, არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი სახ იქნები თუ არა", - განაცხადა ირმა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა