"შოკ­შია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ეს რომ ჩემ­თვის ვინ­მეს ეთ­ქვა, არ და­ვი­ჯე­რებ­დიო..." - რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ბასილაშვილის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"შოკ­შია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, ეს რომ ჩემ­თვის ვინ­მეს ეთ­ქვა, არ და­ვი­ჯე­რებ­დიო..." - რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ბასილაშვილის ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სპორტსმენის მხრიდან ყოფილ ცოლზე არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და ძირითადად, საქმეში მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.

დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვლად არის ბრადებული ძალადობაში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის უკვე "მონათლა" მოძალადედ, რითაც მისი უდუნაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:

"დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს მოვლენების დრამატიზებას, როდესაც ამბობს, რომ არ იცის, გიტარით, ნაჯახით თუ ჩონგურით მოსდევდა მამამთილი. ამის შესაბამისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს და თუკი საჭირო გახდება, შევეცდებით საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში. გარდა ამისა, ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, უჭირს გადაადგილება და ძალიანაც რომ სდომოდა, ვერ გამოეკიდებოდა... ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია, მთელი ოჯახი არის განადგურებული...

მიზანმიმართულად მიმდინარეობს ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმიანი რეპუტაცია შეილახოს საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მასზე, არაფერს ვამბობ, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლა? ეს რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა არ დავიჯერებდიო... მისი ინტერესია შვილი იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური, ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები იმისა, რომ მის მიმართ შესაძლებელია გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, მან ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს, რომ ის დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას, აქვე განვმარტავ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი და შაბათი აქვს გამოყოფილი ბავშვთან ყოფნისთვის, იმ დღეს როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ბავშვი ჰყავდა თავის სახლში წამოყვანილი, თავისი დრო რომ უნდა გამოყენებინა და შვილთან ერთად ეთამაშა კორტებზე, დაახლოებით ორმოც წუთში მოაკიტხა ამ ქალბატონმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სახლში და ბავშვი ძალით წამოიყვანა. გამოკითხული გვყავს სოციალური სამსახურის ის თანამშრომელიც, რომელსაც დაურეკა და სთხოვა რომ დასწრებოდა ის ბავშვთან მის ურთიერთობას, სოციალური სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის ვერ დაესწრებოდა მეორე მხარის თანხმობის გარეშე და მეორე მხარემ უთხრა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სამწუხაროდ, სოციალურ სამსახურს აქვს უფრო მეტი ინფორმაცია ამ საქმეზე და იმედს ვიტოვებ, რომ არა მარტო ეს, არამედ ბევრი სხვა შემთხვევა საქართველოში, როდესაც მშობლების კონფლიქტებს ესწრებიან ხოლმე ბავშვები და ბავშვების ინტერესები არის კატასტროფულად შელახული და მათ ფსიქიკაზე არავინ არ ფიქრობს, მინდა მივმართო სახელმწიოფს, სოციალურ სამსახურს, იყვნენ ყურადღებით, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვების ინტერესები იყოს წინა პლანზე წამოწეული, არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი სახ იქნები თუ არა", - განაცხადა ირმა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში.