როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა - რას ამბობს ადვოკატი?

ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სპორტსმენი უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭკადუა აღნიშნავს, ჩოგბურთელი ცდილობს შვილს ახალი ტრავმები არ მიაყენოს, რის გამოც ის აღნიშნულ თემაზე არ საუბრობს.

"ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის და მისი ოჯახისთვისაც ეს არის ტრაგედია. ნიკოლოზი დასტრესილია, უმძიმეს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია და ნერვიულობს იმაზე, რომ ბავშვს ამ ყველაფრით ახალი ტრავმები არ მიადგეს. ამიტომ არ ლაპარაკობს არაფერზე“, - აცხადებს ჭკადუა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი, რა გავლენა შესაძლოა მოახდინოს მის საერთაშორისო კარიერაზე აღნიშნულმა საქმემ, ადვოკატი პასუხობს, რომ "საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოსგან განსხვავებით სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ელოდებიან“.

იხილეთ ფოტოგალერეა

რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?

იხილეთ ასევე: "თუ ვინმეს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით გიამაყიათ, იცოდეთ, რომ ეს დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან"

"ინტერპრესნიუსი"