"ერო­სი იყო კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და" - ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები
26-05-2020
"ერო­სი იყო კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და" - ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები
2020 წელს, 3 მარტს გე­ნი­ა­ლურ მსა­ხი­ობს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეს და­ბა­დე­ბი­დან 95 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში მან არა­ერ­თი გა­სა­ო­ცა­რი როლი შექ­მნა, და­უ­ვი­წყა­რია მისი ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმის ტემ­ბრი, რის გა­მოც ხში­რად სხვა არ­ტის­ტე­ბის მიერ ნა­თა­მა­შე­ვი რო­ლე­ბიც, მისი ხმით შე­მორ­ჩა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას. ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე 56 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, არა­და, კი­დევ რამ­დე­ნი კარ­გი და­უ­ვი­წყა­რი სა­ხის შექ­მნას შეძ­ლებ­და...

ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს AMBEBI.GE თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს­თან ერ­თად იხ­სე­ნებს, რო­მელ­მაც 26 იან­ვარს, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მსა­ხი­ო­ბის
ხსოვ­ნის სა­ღა­მო მო­ა­წყო.

- ერო­სი სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღა­ნი­რი­დან იყო, საკ­მა­ოდ მძი­მე წლე­ბი ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი. მისი ძმა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­იწ­ვი­ეს, მამა და­ა­პა­ტიმ­რეს, დედა ხი­დან ჩა­მო­ვარ­და და წელს ქვე­მოთ მო­წყდა. ერო­სის პა­ტა­რა ასა­კი­დან მო­უხ­და უმ­ცრო­სი დისა და დე­დის შე­ნახ­ვა. 17 წლის ასაკ­ში რა­დი­ო­კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,
რომ ლუკ­მა-პური დიქ­ტო­რო­ბით ეშო­ვა. რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რე, კაკო ძი­ძი­გუ­რი ერო­სის ასე იხ­სე­ნებ­და:

შე­მო­ვი­და და ვიგ­რძე­ნით, რომ რა­დი­ო­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძალა მო­ვი­და. სიმ­ღე­რის გარ­და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ვუ­თხა­რი - თუ სმე­ნა­სა და ვო­კალ­ზე იმუ­შა­ვებთ, უსა­თუ­ოდ დიდი დიქ­ტო­რი გა­მოხ­ვალთ-მეთ­ქი.

ერო­სიმ ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი სიმ­ღე­რა იმ­ღე­რა. სპექ­ტაკლ "პე­პო­თი" და­წყე­ბუ­ლი, "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი", "შა­ლი­კო ხვინ­გი­ა­ძის თავ­გადსა­ვა­ლი" და სხვ. სპექ­ტაკ­ლებ­ში არა­ერთ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და. ვი­საც "ხა­ნუ­მა" ახ­სოვს, და­უ­ვი­წყა­რია იქ მისი სიმ­ღე­რა - ეს კი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი!

ერო­სის სიყ­ვა­რუ­ლის ღმერ­თის სა­ხე­ლი ერ­ქვა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიყ­ვა­რულს მი­უ­ძღვნა.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩია იგო­ნებ­და - "ერთხელ ოზურ­გეთ­ში გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და მტი­რალ ორ­სულ ქალს შევ­ხვდით. ერო­სი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ ტი­რო­და და ჰკი­თხა მი­ზე­ზი. ფული მომ­პა­რეს - უპა­სუ­ხა ქალ­მა. ერო­სიმ ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო რა თან­ხაც ჰქონ­და და სულ ქალს მის­ცა. ის ბედ­ნი­ე­რი წა­ვი­და. მე მი­ვა­ძა­ხე - "თუ ბიჭი გა­გიჩ­ნდა, ერო­სი და­არ­ქვი!"

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მე და ერო­სი გა­და­ღე­ბა­ზე კვლავ ერ­თად მოვ­ხვდით. ის ქალი ჩვენ­თან მო­ვი­და და თა­ვი­სი პა­ტა­რა ერო­სი მო­იყ­ვა­ნა გა­საც­ნო­ბად..."

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ამ­ბობს, რომ როცა ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძემ თა­ვის დრო­ზე თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად მი­ი­ღეს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სე­მესტრის ბო­ლოს და­ამ­ტკი­ცა, რა დიდი მოვ­ლე­ნა იყო...

"ერთი წელი ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რში იმუ­შა­ვა, შემ­დეგ - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და მა­შინ­ვე უპი­რო­ბო ლი­დე­რი გახ­და. აკა­კი ხო­რა­ვას მოს­წონ­და, ხმის ტემ­ბრი­სა და აქ­ტი­ო­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო - ქარ­თველ ლე­ვი­ტანს ეძახ­დნენ. მისი ხმა რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა ოჯა­ხის კარს აღებ­და და ხალ­ხის გუ­ლე­ბამ­დე ამ­ბა­ვი მიჰ­ქონ­და. ერო­სი სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი მაც­ნე იყო!

ერთხე­ლაც ხო­რა­ვამ თქვა - მინ­და, ყვე­ლა სპექ­ტაკლში ერო­სიმ შემ­ცვა­ლო­სო და ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლი­დე­რი გახ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თის დუბ­ლი­ო­რე­ბი იყ­ვნენ - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე და აკა­კი ხო­რა­ვა.

მერე თე­ატ­რში მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­და და მის პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­ო­რუ­ლი ლი­დე­რი იყო - სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რში არც ერთ ქარ­თველ მსა­ხი­ობს იმ­დე­ნი როლი არ უთა­მა­შია, რამ­დე­ნიც ერო­სის - "უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი", "შა­ლი­კო ხვინ­გი­ა­ძის თავ­გადსა­ვა­ლი", "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და", "გვა­დი ბიგ­ვა", "ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა", "საბა ტა­ბი­ძის ორ­შა­ბა­თე­ბი" და სხვ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მორ­ცხვი იყოო?

- მორ­ცხვზე მორ­ცხვი იყო. ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილ­მა მი­ამ­ბო, ერთხელ მის­თვის და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს: ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ, ერო­სი ვარ. ღა­ნირ­ში (მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში) გლე­ხი მი­წას ვერ ამუ­შა­ვებს, ტრაქ­ტო­რი არ აქვს და იქ­ნებ გა­მო­ყოთ და თვი­თონ­ვე მი­ვუ­ტა­ნო. რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ტრაქ­ტორ­ზე დამ­ჯდარ ერო­სის სამ­ტრე­დი­ამ­დე უნდა ევლო, მისი ხათ­რით, ჩვენ გა­ვაგ­ზავ­ნეთ ტრაქ­ტო­რიო...

ერო­სი იყო კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და. ხში­რად დი­ლით სახ­ლი­დან იმის­თვის გა­დი­ო­და, რომ უცხო ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. მას­ზე არც ერთი მამ­ხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლი არ არ­სე­ბობს. ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯიც არ არის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში იმი­ტომ, რომ დიდი ბავ­შვი იყო".

რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბას, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, მას უყ­ვარ­და მსა­ხი­ო­ბი ქალი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან, მისი მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი კი ელე­ნე ყიფ­ში­ძე იყო. მარ­თა­ლია, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ბედ­ნი­ე­რად არ დაგ­ვირ­გვინ­და, მაგ­რამ ერო­სი ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ისე გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა, რომ არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი ქალი, რო­მელ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

- ვფიქ­რობ, რომ ისე­თი ჭი­რი­სუ­ფა­ლი რო­გორც შენ ხარ, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში იშ­ვი­ა­თად მო­ი­პო­ვე­ბა. შენ ხარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მას სა­ღა­მო მო­უ­წყე...
- კი, რა­ღაც­ნა­ი­რად მის ჭი­რი­სუფ­ლად ვთვლი თავს. იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ არ გა­სუ­ლა წუთი, წამი, რომ ჩემ­თვის არ და­ე­რე­კათ და ერო­სის კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არ მო­ე­თხროთ. კომ­პო­ზი­ტორ­მა ნუნუ გა­ბუ­ნი­ამ და­მი­რე­კა და მი­ამ­ბო: მა­ნა­ნა, ჩემი შვი­ლი მიკ­ვდე­ბო­და, წა­მალს ვერ ვშო­უ­ლობ­დით, ერთი ად­გი­ლი იყო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და მისი შე­ძე­ნა და ეს რომ ერო­სიმ გა­ი­გო, რე­პე­ტი­ცია მი­ა­ტო­ვა, წა­მა­ლი იშო­ვა და შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნაო...

ერო­სის სა­მე­ზობ­ლო­დან ფა­ცუ­რი­ებ­მა და­მი­რე­კეს: "როცა ვი­გებ­დით, რომ ერო­სის­თან სტუმ­რე­ბი სა­ქე­ი­ფოდ მო­დი­ოდ­ნენ, დღე ვი­ძი­ნებ­დით, რომ ღამე ფან­ჯრე­ბი­დან მათი დროს­ტა­რე­ბის­თვის გვეს­მი­ნაო. ერთხელ ერო­სიმ ღა­მის სამ სა­ათ­ზე ფან­ჯა­რა გა­ა­ღო და ჩუ­მად და­ი­ძა­ხა - მე­ზობ­ლე­ბო, პური გა­მი­თავ­დაო... მთე­ლი აბა­ში­ძის ქუჩა პუ­რით ხელ­ში მორ­ბო­და, რომ რო­გორ­მე მის სახ­ლში შე­ეღ­წი­ათ და ის დღე­სას­წა­უ­ლი თა­ვი­სი თვა­ლით ენა­ხათ, რაც ერო­სის­თან ხდე­ბო­დაო...

სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მი­უ­ძღვნა. გარ­და­იც­ვა­ლა 1982 წელს, მე 1986-ში გავჩნდი. რა გრძნო­ბა უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას, რომ მე, ჩემს თა­ო­ბას ასე­თი ინ­ტე­რე­სი გა­მოგ­ვე­ჩი­ნა მის მი­მართ. მან ეს და­იმ­სა­ხუ­რა და დარ­ჩა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას!

თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ქრე­ბი­ან, ერო­სი არ გაქ­რა. ყვე­ლა თა­ო­ბას, ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლამ იცის, ერო­სი ვინ იყო.

26 იან­ვარს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა. 3 მარტს 95 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და, გა­ვა­ერ­თი­ა­ნე ეს ორი თა­რი­ღი და ხსოვ­ნის სა­ღა­მო მო­ვა­წყე, რო­მელ­საც და­ეს­წრნენ - გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­ბი­კო სტუ­რუა, ზურა კან­დე­ლა­კი, მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, კახი კავ­სა­ძე. იმ დღეს ამ ადა­მი­ა­ნებს ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო გა­და­ე­ცათ. გაგრძელება


ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?