"ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში..." - ოთარ აბესაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში..." - ოთარ აბესაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული,  ყოფილი ცოლის მიერ, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ყველაფერზე ღლიცინი არ შეიძლება‼ ბავშვია ცოდო‼ ამ ადამიანებმა ირმა ჭკადუამ  და  ლალიკო გელაშვილმა მე სამართალი მაპოვნინეს და დაწმუნებული ვარ აღნიშნულ ოჯახურ დავაში "თემიდას" სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან‼

განაჩენამდე ნუ გამოაცხადებთ ადამიანს დამნაშავედ‼

P.S. ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში (სახელს და გვარს ცხადია არ დავასახელებ) 6 თვე იჯდა ოჯახურ ძალადობაზე და ბოლოს სასამართლომ გაამართლა და პროვოკაციიის მოწყობისთვის ყოფილი ცოლი და სიდედრი მისცა პასუხისგებაში

წინასწარ ნუ გამოიტანთ დასკვნებს და დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ქექვას თავი‼

P.P.S. დაჭერის დღიდან კორუფციის მამად რომ მომნათლა ზოგ-ზოგიერთმა და განაჩენის მერე გადაიტყავა თითები საბოდიშო მესიჯების წერით ეგრე არ მოგივიდეთ‼

ნუ ერევით სხვისი ოჯახის ტრაგედიაში და დაანებეთ თავი. მტკივნეულია ახალგაზრდა ოჯახის დანგრევა და ნუ ამწვავებთ‼‼‼

როგორმე აპატიეთ ნიკოლოზს, რომ არის წარმატებული.

ნიკოლოზ, გამაგრდი. ირმა და ლილიკო არ დაგიკარგავენ სიმართლეს!" - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში. წყარო

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან  10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე:"ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ..." - რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

იხილეთ ასევე: "როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ დამიჭირეს. 6-იდან 9 წლამდე ციხე მემუქრებოდა, ის კი ციხეში შემოვიდა და იქ დავქორწინდით"