"ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში..." - ოთარ აბესაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს
26-05-2020
"ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში..." -  ოთარ აბესაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული,  ყოფილი ცოლის მიერ, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ყველაფერზე ღლიცინი არ შეიძლება‼ ბავშვია ცოდო‼ ამ ადამიანებმა ირმა ჭკადუამ  და  ლალიკო გელაშვილმა მე სამართალი მაპოვნინეს და დაწმუნებული ვარ აღნიშნულ ოჯახურ დავაში "თემიდას" სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან‼

განაჩენამდე ნუ გამოაცხადებთ ადამიანს დამნაშავედ‼

P.S. ჩემთან ერთად ერთი ბიჭი იჯდა გლდანის ციხეში (სახელს და გვარს ცხადია არ დავასახელებ)
6 თვე იჯდა ოჯახურ ძალადობაზე და ბოლოს სასამართლომ გაამართლა და პროვოკაციიის მოწყობისთვის ყოფილი ცოლი და სიდედრი მისცა პასუხისგებაში

წინასწარ ნუ გამოიტანთ დასკვნებს და დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ქექვას თავი‼

P.P.S. დაჭერის დღიდან კორუფციის მამად რომ მომნათლა ზოგ-ზოგიერთმა და განაჩენის მერე გადაიტყავა თითები საბოდიშო მესიჯების წერით ეგრე
არ მოგივიდეთ‼

ნუ ერევით სხვისი ოჯახის ტრაგედიაში და დაანებეთ თავი. მტკივნეულია ახალგაზრდა ოჯახის დანგრევა და ნუ ამწვავებთ‼‼‼

როგორმე აპატიეთ ნიკოლოზს, რომ არის წარმატებული.

ნიკოლოზ, გამაგრდი. ირმა და ლილიკო არ დაგიკარგავენ სიმართლეს!" - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან  10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?