29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს - კვირის პალიტრა

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია და რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, ეს მოხდება ყველა სახის წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო