1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება - კვირის პალიტრა

1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება

1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ლი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან კი გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

"რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპოტი, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო