როდიდან განაახლებენ მუშაობას ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები - კვირის პალიტრა

როდიდან განაახლებენ მუშაობას ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ისე ავტობუსი და მიკროავტობუსები აღდგება და დაიწყებს მუშაობას და მოემსახურება საზოგადოებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლდეს, მიკროავტობუსებში, ასევე უნდა გააფრთხილოთ ჩვენი ავტობუსების მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება", - განაცხადა კახა კალაძემ.~

იხილეთ ვიდეო