საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს - კვირის პალიტრა

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ "პლაქვენილს"დროებით აღარ გამოიყენებენ.

როგორც ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "პლაქვენილის" გამოყენება იქამდე შეჩერდა, ვიდრე მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს.

"ვინაიდან საქართველო მონაწილეა კვლევის და იგივე დიზაინით უნდა ვიმუშაოთ, რითაც მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენ დროებით შევაჩერეთ "პლაქვენილის" გამოყენება, დროებით, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას", - განაცხადა ცერცვაძემ.