"ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე" - რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც გიორგი გახარიამ ისწავლა? - კვირის პალიტრა

"ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე" - რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც გიორგი გახარიამ ისწავლა?

"ეს არის ფუნდამენტური საკითხი" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას დასმულ შეკითხვა, თუ რამდენად პროპორციულად ხდება პანდემიასთან ბრძოლაში ეკონომიკასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანდემიის დამარცხება ან კონტროლზე აყვანა გაუაზრებელი ფასით გამარჯვება არ იქნება, იმიტომ რომ შემდგომ უკვე გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ ახლა ამ ბალანსის დაჭერას რომ ვცდილობთ ამიტომ არ განგვიხილავს სრულად ეკონომიკა, როგოც კი რაღაც სიგნალები იქნება, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურდება, ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე, სეროპრევე.. სეროპრევალენტური კვლევა, ჩავაბარე ტესტი? გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ყველაზე ინფიცირებულ, დახურულ რეგიონში შერჩევითობის მეთოდით მოხდა 300 ადამიანის ტესტირება და იგივე კვლევა ჩატარდა სუფთა რეგიონში, კონკრეტულად კი თელავში, და გამოვლინდა ანტიგენი და ანტისხეული, რაც ნიშნავს რომ შიდაგადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის:

ასეთი კვლევები ტარდება მთელს მსოფლიოში იმის დასადგენად, რამდენია მოსახლეობაში სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობა. ანუ ვლინდება თუ რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი დაავადება და აქვს შესაბამისი ანტისხეულები.