ბათუმში აქციაზე 10-მდე პირი დააკავეს - რას აპროტესტებენ მოქალაქეები? - კვირის პალიტრა

ბათუმში აქციაზე 10-მდე პირი დააკავეს - რას აპროტესტებენ მოქალაქეები?

ბათუმში საბაგიროსთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 10-მდე პირი დააკავეს, ისინი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების, ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.

აქციის მონაწილეები, ამ წუთებში მსჯელობენ - რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.

ცნობისთვის, 5 მაისს ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობაში დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"