"ენატკბილადმოუბარი კაცი თუ არ მოსწონთ ამ "კრიშაგვამისტებს"... მიდი, გახარია მიდი!" - კვირის პალიტრა

"ენატკბილადმოუბარი კაცი თუ არ მოსწონთ ამ "კრიშაგვამისტებს"... მიდი, გახარია მიდი!"

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პარლამენტში  პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ეს, ენატკბილადმოუბარი კაცი თუ არ მოსწონთ ამ "კრიშაგვამისტებს", ფეკალომადიდებლებს და ურინო-ზეთ გაპოხილებს- ესეიგი 100% შესანარჩუნებელია!!!მიდი, გახარია მიდი!!!" - წერს ლალი მოროშკინა.

"ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არამხოლოდ პასუხის გასაცემად. ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია. პარლამენტის წინაშე წარდგომას ან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს. კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე. არ მაქვს არანაირი პრობლემა. ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის წევრებს მაია ცქიტიშვილი იყო კონკრეტულ საკომიტეტო მოსმენებზე. ქალბატონი ეკა აქ იყო. ჩვენ მიერ პარლამენტის უგულებელყოფა, არ ყოფილა," - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. წყარო

იხილეთ ასევე: "ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა"