"ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მიბარებული განძისთვის რომ მოევლო" - კვირის პალიტრა

"ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მიბარებული განძისთვის რომ მოევლო"

საინტერესო ამბები "ნაკრძალი-ქალაქის" მემატიანისგან

ნანული ცხვედიანი ქუთაისის წარსულისა და დღევანდელობის ყველაზე კარგი მცოდნეა. მის ნაამბობში უამრავი სენტიმენტის პოვნა შეიძლება, რაც მარტივად შეიძლება აიხსნას - ძალიან უყვარს ქუთაისი, ოღონდ არა სათავისოდ, არამედ - ისევ საქუთაისოდ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ქუთაისი უნდა გამოვაცხადოთ ნაკრძალად, სადაც საშვის გარეშე შემოსვლის უფლება მხოლოდ დარბაისელ, ზრდილ, პატრიოტ ქართველებს ექნებათ", - ამ ცნობილი ფრაზის ავტორია ძველი ქუთაისელი მწიგნობარი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე პიპინია მიქელაძე, რომელიც იშვიათი იუმორითაც იყო განთქმული. მისი ოხუნჯობანი ახლაცაა შემორჩენილი - სრული ან გადაკეთებული სახით, თუმცა ბევრმა არც იცის, რომ ეს გამონათქვამები, სინამდვილეში, პიპინიას ეკუთვნის: ...გარდაიცვალა ერთ-ერთი ცნობილი ქუთაისელი. პანაშვიდის დროს კარში დგას ქალბატონი და გაიძახის: არ მჯერა, არ მჯერაო! პიპინიამ დარბაისლურად მიმართა: ქალბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო! (ნიკო ლორთქიფანიძეს ჰქონია ჩაწერილი და მისი არქივიდან ამოიღეს)..."

"საბჭოთა ხელისუფლება რომ დამყარდა და ეკლესია სახელმწიფოს გამოეყო, ერთხანს გელათი გაურკვეველ ბედში აღმოჩენილა. 1923 წელს ტაძარში შეწყვეტილა წირვა-ლოცვა და უპატრონოდ დარჩენილა. რთული დრო იყო, კულტურის ძეგლების მნიშვნელობა მაშინ იშვიათად თუ ვინმეს ესმოდა და ბუნებრივია, არც გელათი იქნებოდა გამონაკლისი, პირიქით, ბევრი მტერიც გამოუჩნდა. ვისღა ახსოვდა ერთ დროს "მეორე ათინად" და "მეორე იერუსალიმად" სახელდებული, უბრწყინვალესი ცენტრი ქართული კულტურისა! ცხრა წელი უვლიდა უხელფასოდ და უშემოსავლოდ დარჩენილი კოლია ჯანგავაძე ერთ დროს მიბარებულ განძს, ცხრა წელი კლავდა შიმშილით საკუთარ ცოლ-შვილს, მაგრამ ერთხელაც ვერ აცდუნა ეშმაკმა..." იხილეთ სრულად

როლანდ ხოჯანაშვილი