ვინ არიან ცნობილი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?
02-06-2020
ვინ არიან ცნობილი პოლიტიკოსების ნაკლებად ცნობილი ცოლები?
ფოტო:მარიკა ფანცულაია, ქეთი სიჭინავა და გიორგი ვაშაძე, ნათია კუნჭულია
პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური იმიჯის შემადგენელი ნაწილია ოჯახი და არჩევნების წინ თუ ზოგადად პოლიტიკური აქტივობის დროს, ისინი ხშირად ჩნდებიან მეუღლეებთან და შვილებთან ერთად, თუმცა ზოგიერთს ურჩევნია პირადი ცხოვრება საზოგადოების წინაშე ნაკლებად წარმოაჩნოს.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მაინც აინტერესებს ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი პოლიტიკოსების ცოლები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანზე ინფორმაციას:

მარიკა ფანცულაია - პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეუღლე

გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა, რომელიც
პროფესიით ექიმ-ბაქტეროლოგია და "ავერსის" ცენტრალურ ფილიალში მუშაობს. მიუხედავად მისი მეუღლის პოპულარობისა, ის პრაქტიკულად, კამერების წინ არასდროს გამოჩენილა.


როგორც ჩანს, პრემიერის მეუღლის ინტერესში თვითპიარი და საზოგადოებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენა არ შედის. გიორგი გახარიასა და მარიკა ფანცულაიას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავთ.

ქეთი ბუბუტეიშვილი -  პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ
თალაკვაძის მეუღლე

პარლამენტის თავჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მეუღლე და ორი შვილი, ელენე და ანა-ბეატრისი ჰყავს. მისი მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ის სახელმწიფო უწყებების პიარის განყოფილებაში მუშაობდა, ამჟამად კი ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში საქმიანობს. წყვილმა 2007 წელს იქორწინა.

ირინა ხიდაშელი - მამუკა ხაზარაძის მეუღლე

საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც წარმატებული ბიზნესაქმიანობიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, 5 შვილი -  ანა, ელენე, სოფო, ნიკა და იოანე ჰყავს. მისი მეუღლე, 1967 წლის 5 აგვისტოს დაბადებული, თანაკლასელი ირინა ხიდაშელია.

მათი ქალიშვილი ანა, რომელიც ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა, უკვე გათხოვილია. წყვილს უკვე შვილიშვილიც ჰყავს. მისი მუღლე კოტე გუნიაა. ანა გათხოვებამდე დიდი ხნით ადრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობა დაიწყო.
შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე სწავლობდა მამუკა ხაზარაძის ვაჟი ნიკა, ელენე კი -ამერიკულ აკადემიაში. სოფომ, რომელიც მამიდის სეხნიაა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა.  იოანე კი და-ძმებს შორის ყველაზე პატარაა და სკოლის მოსწავლეა.

"ისე აეწყო ჩვენი ცხოვრება, ხასიათობრივად ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ მე და ჩემს მეუღლეს კამათიც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში. იყო დრო, როცა სახლში არც შუქი იყო, არც საჭმელი, 90-იანები იდგა, მაგრამ ვიცოდი, რომ სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით ეფარებოდა და იცავდა შვილებს, სანამ მამაკაცი სახლში მივიდოდა. ამის განცდა რომ აქვს კაცს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქმის წარმატებისთვის. გრძნობ, სადაც არ უნდა იყო, შენი ოჯახი, შენი შვილები და კერა დაცულია", - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე.


ირინა გორდელაძე -  თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე, 1975 წელს დაბადებული ირინა გორდელაძეა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს და მისი მეუღლეს, 4 შვილი ჰყავთ – მია, ანდრია, ანა და ნინა.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსის მეუღლემ აღნიშნა, ირაკლი  პირველად "თელასში" ნახა და გაცნობიდან 5 თვეში იქორწინეს. ოქრუაშვილის ცოლი პროფესიით იურისტია. მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს ფლორიდის უნივერსიტეტში.

ირინა გორდილაძე ქმრის მინისტრობის დროს მედია საშუალებებს ნაკლებად წყალობდა. იგი ბოლოს მაშინ გააქტიურდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი  20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

"უნდა ვაღიარო, რომ მეზიზღება პოლიტიკა..." - დაწერა სოციალურ ქსელში ირინა გორდელაძემ, რომლის მეუღლეც რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს, თუმცა ის დღეს უკვე თავისუფალია.


ქეთევან სიჭინავა - პარლამენტარ გიორგი ვაშაძის მეუღლე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავაა.


როგორც პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, მათ ერთმანეთი უცხოეთში გაიცნეს: "მივლინებაში ვიყავი, ქეთევანი კი იქ სწავლობდა".  სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია წაიკითხოს ის თბილი სიტყვები, თუ როგორ მიმართავს გიორგი მეუღლეს.

"ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ადამიანი რომელიც მუდამ გვერდში მიდგას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს ჩემთვის და სანაცვლოდ არასოდეს არაფერს ითხოვს.
ძალიან ძალიან ძაააალიააააან მიყვარხაააარ"! - დაწერა "ფეისბუკის" გვერდზე პარლამენტარმა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ნათია კუნჭულია - მამუკა მდინარაძის მეუღლე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის მეუღლე, ნათია კუნჭულიაა. როგორც პოლიტიკოსის 2019 წელს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ის 1986 წელს არის დაბადებული და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მომსახურების ცენტრის უფროსია. წყვილ ქალ-ვაჟი ჰყავს.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?