"თუ შეიძლება ვიღაც შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე? - კვირის პალიტრა

"თუ შეიძლება ვიღაც შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე?

თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვას, სჭირდება თუ არა ეკლესიას ტყე.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს.

"ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"