"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე... " - როგორია გრძნობს თავს თემურ წიკლაური ინსულტის გადატანის შემდეგ
28-05-2020
"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე... " - როგორია გრძნობს თავს თემურ წიკლაური ინსულტის გადატანის შემდეგ
წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ და­ა­მარ­ცხა. "დღეს არც სახე მაქვს მოღ­რე­ცი­ლი და არც ტვი­ნი", - ასე ხუმ­რობს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი.

თბი­ლი­სურ რუ­ტი­ნას გა­ექ­ცა და მი­საქ­ცი­ელ­ში, ულა­მა­ზეს ხის კო­ტე­ჯში არ­ჩია ცხოვ­რე­ბა. ეს სახ­ლიც მე­გობ­რებ­მა აუ­შე­ნეს. არაგ­ვის­ხე­ო­ბი­დან 500 მეტრში ქუ­ჩას, რო­მე­ლიც თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სახ­ლთან მი­გიყ­ვანთ, არ­წი­ვის ქუჩა ჰქვია და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი სო­ფელ­ში ნამ­დვი­ლად დაგ­ხვდე­ბათ.

რო­გო­რია მომ­ღერ­ლის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ბა­ტონ თე­მურს
AMBEBI.GE ესა­უბ­რა:


- ახლა სა­უ­კე­თე­სოდ ვარ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, რომ მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შიმ­ში­ლით მკურ­ნა­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს. კონ­ცერ­ტე­ბი როცა არ არის, შიმ­ში­ლობს ხომ ადა­მი­ა­ნი?! - რე­ა­ლუ­რად არ ვშიმ­ში­ლობ, ვი­ხუმ­რე, მაგ­რამ ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით.15 წლის წინ რო­დე­საც ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი
"ფი­როს­მანს" დგამ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ უფრო მე­ტად რომ დავ­მსგავ­სე­ბო­დი ცნო­ბილ მხატ­ვარს და უფრო ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, მე­შიმ­ში­ლა. მა­შინ 60-61 წლის ვი­ყა­ვი. და­ვი­დე თავ­თან წიგ­ნე­ბი ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ და ვკი­თხუ­ლობ­დი, დავ­დი­ო­დი ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­თან და ვსა­უბ­რობ­დი. ასე­ვე ჩემი სოფ­ლი­დან, კო­ჯრი­დან წყა­ლი მომ­ქონ­და და მხო­ლოდ იმ წყალს ვსვამ­დი.
თემურ წიკლაური მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად
თა­ვი­დან ჩა­ვი­ფიქ­რე, რომ 40 დღის მან­ძილ­ზე მე­შიმ­ში­ლა, მაგ­რამ არ გა­მო­დი­ო­და. რად­გან შიმ­ში­ლის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი დღეც შიმ­ში­ლობ, იმ­დე­ნი­ვე დღე უნდა საკ­ვე­ბით ძვე­ლე­ბურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მე კი ვერ ვას­წრებ­დი, რად­გან შემ­დეგ კონ­ცერ­ტე­ბი მი­წევ­და. მი­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა გონს, რომ 21 დღე ეშიმ­ში­ლა. და­ვი­წყე ერ­თად და მარ­ტო წყალს ვსვამ­დი. მე­ო­ცე დღეს გონი და სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად ამი­ჯანყდა. 21-ე დღეს 1 ჩაის კოვ­ზი გა­ხე­ხი­ლი ვაშ­ლი მი­ვი­ღე, სა­ღა­მოს 2 ჩაის კოვ­ზი, მე­სა­მე დღეს კარ­ტო­ფი­ლი და ასე გა­მო­ვე­დი ნელ-ნელა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორც ვიცი, დიდ დროს ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებთ.
- დიახ, მი­საქ­ცი­ელ­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა თბი­ლის­ში სახ­ლი მაქვს და ძვე­ლე­ბუ­რად მივ­დი­ვარ იქ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩემი მე­გობ­რე­ბის, ნო­დარ ბე­რი­ძი­სა და ვა­სილ ბო­ლაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, შე­მი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი და ჩა­მიდ­გეს ხის სახ­ლი. ჩემ­თვის ვარ, ვმღე­რი, ყელს ხომ ვარ­ჯი­ში უნდა. ერთი ონ­ლა­ინ კონ­ცერ­ტი 9 აპ­რილს გა­ვა­კე­თე, ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მი­საქ­ცი­ე­ლის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ვე­ცი მსოფ­ლი­ოს, რომ ხალხნო, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მარ­ტო ქა­ღალ­დზე და­წე­რილს არ ნიშ­ნავს, სუ­ლი­ე­რად უნდა იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი.

- ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ...
- დიახ, მარ­ცხე­ნა ხელი და ფეხი ვერ მქონ­და კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ტვინ­ის მარჯვენა მხარეს ჩა­მექ­ცა ალ­ბათ სის­ხლი და მარ­ცხე­ნა გა­ი­თი­შა (იცი­ნის). ვიბ­რძო­ლე და ექიმ სან­დრო ცის­კა­რი­ძის დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­ტა­ნე. ათი დღე ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და რო­დე­საც გა­მომ­წე­რეს, ვიბ­რძო­ლე, ვიბ­რძლე და გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ახლა არც ყბა მაქვს მოღ­რე­ცი­ლი, არც თვა­ლი და არც ტვი­ნი. ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით სტრეს­ში იმ­ყო­ფე­ბა. სიმ­ღე­რი­სას ყო­ველ­თვის უსაშ­ვე­ლოდ გან­ვიც­დი, რო­გორ მო­ვუ­ა­რო ამ სი­ტყვებს, რა გრძნო­ბით ვიმ­ღე­რო. ახლა ბე­სი­კის ლექსს "ტანო ტა­ტა­ნოს" გა­და­ვე­კი­დე, სა­ო­ცა­რი სი­ტყვა­თა კრე­ბაა. ჩემ­მა ძმა და მე­გო­ბარ­მა, კომ­პო­ზი­ტორ­მა ნუგ­ზარ თუ­შიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მუ­სი­კას და­წერ­და, აბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - ფო­თო­ლი, ნახ­ში­რი, წყა­ლი, მზე ამო­ვი­და, მთვა­რე ჩა­ვი­და - ამა­ზე წე­რენ. ამი­ტომ მივ­მარ­თე ნუგ­ზარს, მან შე­მიქ­მნა "მე­რან­ზე" და მუხ­რან მა­ჭა­ვი­ა­ნის ლექსზე "ია­რონ" მუ­სი­კა. სა­ო­ცა­რი ლექ­სია "ტანო ტა­ტა­ნო", რა დი­თირ­ამ­ბე­ბით ამ­კობს საყ­ვა­რელ ქალს. გაგრძელება

ნინო გიგიშვილი
ნუნუ
02 ივნისი 2020 11:56
წიკლაური არის ერთ-ერთი ქართველი სულით გულით აზროვნებით!სიტყვები არ მეყიფა ალბათ ამ ადამიანის შესამკობად.დიდი ქართველი.მინდა ძალიან მოვესიყვარულო.როდესაც სოხუმში ჩამოდიოდა არც ართი კონცერტი არ გამიცდენია.გვიყვარხარ და დღეგრძალობას გისურვებთ!ჩვენო საამაყო ადამიანო!!!❤❤❤❤❤❤❤

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები