ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია მხოლოდ ორს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ 122 საკვლევი მასალა იქნა აღებული, აქედან 11 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში.

სოფელი ქვემო ბოლნისი ერთ-ერთი პირველი დასახლება იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც კოვიდინფიცირების ფაქტი გამოვლინდა და 1 აპრილს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. საკარანტინე შეზღუდვა, სოფელში 8 მაისს მოიხსნა. სულ სოფელ ქვემო ბოლნისში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 7 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 გარდაიცვალა და 4 გამოჯანმრთელდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"