"მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა ტრანსპორტში პირბადეები -კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება"
28-05-2020
"მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა ტრანსპორტში პირბადეები -კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება"
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისას მგზავრებს პირბადე ეკეთოთ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, ასევე კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება.

„ხვალიდან სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას როგორც მიკროავტობუსები, ასევე მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შეზღუდვებს რაც შეეხება, ერთადერი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის პირბადეებით ასვლა ტრანსპორტში და გადაადგილება. ასევე, რაც მოგვიწოდეს და გვითხრეს დარგის სპეციალისტებმა, დროებით კონდიცირება ვერ ჩაირთვება, სანამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. შემდეგ ვნახოთ,
რა რეკომენდაციოები იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ხვალ, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები