"რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი ბრძანებელი" - ამირან გამყრელიძის პასუხი რუსეთის მოთხოვნებს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტზე
28-05-2020
"რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი ბრძანებელი" - ამირან გამყრელიძის პასუხი რუსეთის მოთხოვნებს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტზე
"30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი ბრძანებელი" - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულს კითხვას,  რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაორატორიის ყველა შენობაში შეძლებენ შესვლას და წვდომა ექნებათ ყველა სასაურველ დოკუმენტაციაზე.

" 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი ბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა
კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამ აზრს. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ, ისე ჩამოვა აქ რუსი, როგორც ცამოვა სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ ხო რუსები, სხვებთან ერთად, არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსეთის დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო
დელეგაციის შემადგენლობით. 2018 წელს შევთავაზეთ და უარი თქვეს" , განცხადა ამირან გამყრელიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები