"კიბო მარცხდება, ამის მაგალითი ვარ მე" - კვირის პალიტრა

"კიბო მარცხდება, ამის მაგალითი ვარ მე"

"თქვენ ჩაიდინეთ სასწაული. კი, კი თქვენ. თითოეულმა თქვენთაგანმა მაიძულა ეს წლები ფარ-ხმალი არ დამეყარა და ბოლომდე მიმეყვანა ის საქმე , რას დავიწყე-დამემარცხებინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ავადმყოფობა, დამემარცხებინა კიბო" - წერს სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც უმძიმესი დაავადება თითქმის ორწლიანი დაუღალავი ბრძოლის შედეგად  დაამარცხა:

"მაშინ ,როცა პირველად დავწერე სოციაურ ქსელში მის არსებობაზე, უბრალოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ მინდოდა . არ მინდოდა ვინმეს არ შეემჩნია ეს ყველაფერი და"გამფრთხილებოდა" ზურგს უკან მონოტონირად ლაპარაკით - კიბო აქვს .

მე ქიმიო და თარგეტ თერაპია დავიწყე, დავიწყე ამაზე წერა, ამ ამბებზე მოყოლა და აივსო ჩემი პოსტები თქვენი კომენტარებით და შეძახილებით. აივსო პირადი შეტყობინებები, ჩემი ცხოვრება აივსო თქვენით და ასე ნელ-ნელა, სრულიად უცხო ადამიანები გახდით ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები.

დაგპირდით, რომ კარგად ვიქნებოდი და მერე ნელ-ნელა დავიწყე გამოჯანმრთელება, ქიმიოთერაპიიდან ქიმიოთერაპიამდე ვიცხოვრე თქვენთან ერთად და ჩვენ, მე და თქვენ ერთად დავამსხვრიეთ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი მკვლელი ავადმყოფობის შესახებ, განწირული ადამიანების შესახებ. რადგან თუ მე დავამარცხე მესამე ცე სტადია ინვაზიური კარცინომა , დაამარცხებს ყველა, ყველა ვისაც შეხება აქვს მასთან. რადგან ჩვენ ვისწავლეთ, რომ არ უნდა გვეცოდებოდეს ერთმანეთი, უბრალოდ უნდა ვიდგეთ ერთად . როგორც ვიდექით ერთად ჩემი ყოველი რადიოლოგოგიური კვლევის დროს, და ვითვლიდით გამქრალი მეტასტაზების რაოდენობას .

თქვენი კომენტარები და წერილები , სადაც წერდით რომ აუცილებლად უნდა მეცოცხლა და აუცილებად კარგად უნდა გავმხდარიყავი, არ აღმოჩნდა მხოლოდ კეთილი სურვილები . თითეეული"კაგად უნდა იყო! '' აღმოჩნდა მოვალეობა . თქვენ მე დამაკისრეთ სიცოცხლის მოვალეობა, კიბოს დამარცხების მოვალეობა და მე, იმედები რომ არ გამეცრუვებინა თქვენთვის, ეს შევძელი !

დავამარცხე კიბო ჩემთვის, თქვენთვის, ყველა ყოფილი, აქტუალური და მომავალი პაციენტისთვის. მე ეს შევძელი .

ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში. ვერ ვბრაზდები კიბოზე , იმდენი მზის სხივი ადამიანი შემოგიყვანათ ჩემს ცხოვრებაში და იმდენი ადამიანი გაუშვა , ვისი ადგილიც მართლა არ იყო იქ , სადაც ბოროტებას ებრძვიან. კი, კიბო ბოროტებაა, თუმცა ჩვენ ეს ბოროტება შეგვიძლია წამლად გამოვიყენოთ პრიორიტეტების დასალაგებლად, ცხოვრების ნამდვილი არსის შესაცნობად, სიკეთის საკეთებლად.

კიბო მართლა მარცხდება, ამის მაგალითი ვარ მე, ჩემი უამრავი მეგობარი და ის ონკოპაციენტები ვისთანაც ყოველდღიური შეხება მაქვს და როცა მეკითხებიან რას ნიშნავს დაამარცხო კიბო, ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: დაამარცხო კიბო, ნიშნავს დაამარცხო სიკვდილის შიში. მაშინ, როცა ონკოპაციენტი იაზრებს , რომ არ გამოარჩიეს მისი სიკეთეების და ბოროტებების გამო , როცა პაციენტი იაზრებს, რომ არ არის მისი და ვინმეს სხვისი ბრალი ის რაც ჭირს , როცა ადამიანი იწყებს მშვიდობიან თანაცხოვრებას გადაგვარებულ, სიმსივნურ უჯრედებთან , შეუძლია თამაად თქვას რომ კიბო დაამარცხა. თორემ განა რა? ის მაინც ჩვენთან რჩება, სიცოცხლის ბოლო წუთამდე , უბრალოდ ჩვენი ეშინია, ახლიდან ქიმიოთერაიის ეშინია და არის ჩუმად, არაფერს არ გვიშავებს .

პერიოდულად მივდივათ და ვამოწმებთ, და ვაი მისი ბრალი, ვაი მისი ბრალი თუ ისევ გამოჩნდა. იცის კიბომ რომ ადამიანს რომელსაც მისი არ ეშინია ვერ დაამარცხებს. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა დანებდეთ და არ უნდა მისცეთ უფლება თქვენს სხეულში იპარპაშოს.

ამას ვწერ კლინიკიდან , სადაც 9საათი და 25 წუთი მოანდომეს ჩემმა ექიმებმა საბოლოოდ გავენთავისუფლებინე მისგან. ამოიღეს ყველა ლიმფური კვანძი რაზეც წარსულში მეტასტაზები მქონდა და ეს ლიმფური კვანძები იყო თვლით 32 , 32 ყოფილი სიკვდილი.

დავიძინე და განა მარტო ვიყავი ? იმდენი დარჩით საოპერაციო ოთახის შუშების მიღმა , ყველა თქვენი ლოცვა მესმოდა, ყველა თქვენი ლოცვა .

ადამიანი ადამიანისთვის არის ღმეთი . მე თითოეულ თქვენთაგანში გადმოსუმა ღმერთმა გადამარჩინა . სიცოცხლთვე ვარ ვალში თითოეულ თქვენგანთან და მაინც, როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს"სიკვდილი არა არის რა.

სიკვდილსაც თავისი ხიბლი აქვს ჩემი აზრით. თუ სავსე წახვალ ამ ქვეყნიდან. მე კიდევ ძალიან ბევრი დამჩა გასაკეთებელი, ძალიან ბევრი დაპირება.

მადლობა იმ პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, რასაც სიცოცხლე ქვია . მადლობა იმისთვის რომ გამიძელით , მომეფერეთ , დამამშვიდეთ და ტკვილები შემიმსუბუქეთ.

მინდა იცოდეთ, რომ თქვენ გააგდეთ ჩემი კიბო. უთქვენოდ ამას ალბათ ვერ შევძლებდი"- წერს მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში

იხილეთ ასევე: "ავად რომ გავხდი არ შემშინებია. ვიცოდი, რომ გადამარჩენდნენ, ვიცოდი რომ მიშველიდნენ" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი