გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით - რას აცხადებს პაატა იმნაძე?
გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით - რას აცხადებს პაატა იმნაძე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩამდინარე წყლების კვლევით დგინდება, არსებობენ თუ არა ტერიტორიაზე დაავადებულები, თუმცა მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გამომწვევ SARS-COV-2-ს წყალში მოხვედრისას ადამიანის დაავადება შეუძლია, არ არსებობს.

როგორც იმნაძემ განაცხადა, კვლევების მიხედვით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი SARS-COV-2-ის გადაცემის წყარო შეიძლება იყოს.

"ჩამდინარე წყლებში ნამდვილად არის SARS-COV- 2, ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს. ეს ვირუსი არის ფეკალიებში. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ აკონტროლო არიან თუ არა
ტერიტორიაზე დაავადებულები. ასე გამოვიკვლიეთ მარნეული და თეთრიწყარო. თუმცა კვლევებით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი შეიძლება წარმოადგენდეს გადაცემის წყაროს SARS-COV-2-ის. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ვირუსი ცოცხალია და თუ მოხვდება წყალში, შეუძლია რომ გამოიწვიოს დაავადება“,- განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ზღვის წყლით
გავრცელდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ „კორონავირუსი წყლით არ გადადის".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?