გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით - რას აცხადებს პაატა იმნაძე? - კვირის პალიტრა

გადადის თუ არა კორონავირუსი წყლით - რას აცხადებს პაატა იმნაძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩამდინარე წყლების კვლევით დგინდება, არსებობენ თუ არა ტერიტორიაზე დაავადებულები, თუმცა მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გამომწვევ SARS-COV-2-ს წყალში მოხვედრისას ადამიანის დაავადება შეუძლია, არ არსებობს.

როგორც იმნაძემ განაცხადა, კვლევების მიხედვით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი SARS-COV-2-ის გადაცემის წყარო შეიძლება იყოს.

"ჩამდინარე წყლებში ნამდვილად არის SARS-COV- 2, ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს. ეს ვირუსი არის ფეკალიებში. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ აკონტროლო არიან თუ არა ტერიტორიაზე დაავადებულები. ასე გამოვიკვლიეთ მარნეული და თეთრიწყარო. თუმცა კვლევებით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი შეიძლება წარმოადგენდეს გადაცემის წყაროს SARS-COV-2-ის. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ვირუსი ცოცხალია და თუ მოხვდება წყალში, შეუძლია რომ გამოიწვიოს დაავადება“,- განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ზღვის წყლით გავრცელდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც უპასუხა და განაცხადა, რომ „კორონავირუსი წყლით არ გადადის".

"ინტერპრესნიუსი"