8 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

8 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3- ით გაიზარდა და 576 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.