ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კლინიკური შეფასებით, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. მისივე თქმით, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

"დღეს დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3-ია. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ამ 8 დადასტურებული შემთხვევიდან 6 არის საკარანტინო სივრციდან და 2 - ბოლნისიდან. ჩვენს ცენტრშია 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო ანტიგენდადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, ანუ სწრაფი ტესტით დადასტურებულია და დღეს გაკეთდება მასთან Pჩღ კვლევა და ვნახავ შედეგს.

ამჟამად ჩვენთან სულ წევს 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი და 1 საეჭვო. მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ მათ მდგომარეობაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. 8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.