დღეს ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა - რა ხდება მეტროში? (ფოტორეპორტაჟი) - კვირის პალიტრა

დღეს ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა - რა ხდება მეტროში? (ფოტორეპორტაჟი)

კორონავირუსის პრევენციის გამო აკრძალულმა ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 31 მარტის შემდეგ, მუშაობა დღეს, 29 მაისს განაახლა.

დღეიდან საზოგადოებას ისევ აქვს საშუალება ისარგებლოს, მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსებით.

ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ეს ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. მიკროავტობუსებში კი ფეხზე დგომა იკრძალება.

ფოტოების ავტორი: ანა მარშანია