"კლი­ენ­ტე­ბი რომ არ და­ე­კარ­გა, მო­უ­წია პირ­ბა­დე­ე­ბის თხო­ვე­ბა" - რა მოხდა მარნეულის საზოგადოებრივ ტრანსპორტში? - კვირის პალიტრა

"კლი­ენ­ტე­ბი რომ არ და­ე­კარ­გა, მო­უ­წია პირ­ბა­დე­ე­ბის თხო­ვე­ბა" - რა მოხდა მარნეულის საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ინფორმაციას ადგილობრივი რადიო marneulifm ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.

"მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“ - თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა.

N1 და N2 სატრანსპორტო კომპანიის შპს "ექსპრეს ტურისტის" დირექტორს იური სამხარაძის თქმით, აღნიშნულის გამო მძღოლებს გაფრთხილება უკვე მიეცათ.

ცნობისთვის, საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დღეს დილიდან განაახლა.

მთავარი ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია