11 ახალი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

11 ახალი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 757 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 24- ით გაიზარდა და 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?