რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა - კვირის პალიტრა

რას ამბობს მარინა ეზუგბაია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებს, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაია აცხადებს, რომ "ამაზე არაფერს იტყვის, რადგან კვლევა გრძელდება". კორპუსის კარანტინში მოქცევაზე კი ამბობს, რომ "ალბათ, ასე არ არის".

იხილეთ ვიდეო