თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა - კვირის პალიტრა

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან", - აღნიშნავენ უწყებაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სტამბოლთან ახლოს, კეიბაშის ტანსაცმლის საწარმოში მოხდა. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, რომლებიც აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის ქართველი მამაკაცია.

"ინტერპრესნიუსი"