"ლიკას მაშინ არ ვიცნობდი. ერთხელ რუსთაველზე გაიარა... ასე, 50 ბიჭი პირდაღებული ვიდექით და ვუყურებდით ამ საოცარ მშვენიერებას..." - კვირის პალიტრა

"ლიკას მაშინ არ ვიცნობდი. ერთხელ რუსთაველზე გაიარა... ასე, 50 ბიჭი პირდაღებული ვიდექით და ვუყურებდით ამ საოცარ მშვენიერებას..."

როდესაც განსაკუთრებულ სილამაზეზე ლაპარაკობენ, ხშირად ახსენებენ ლიკა ქავჟარაძეს... ცხოვრება თავისი რიტმით მიდის, არაფერს გვითანხმებს... გვრჩება მოგონებები...

"მე ამ ლამაზი გოგონების დაცვა მიხდებოდა - ზოგი ეპრანჭებოდა, ზოგი კომპლიმენტებს ეუბნებოდა, ამიტომ სულ ჩხუბი მიწევდა"

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი:

- მე, ლიკა და ეკა მამალაძე ხშირად დავდიოდით ერთად. მუსიკალურ ათწლედში ძალიან ცოტა ბიჭი სწავლობდა და სკოლის მერე რომ მოვდიოდით, მე ამ ლამაზი გოგონების დაცვა მიხდებოდა - ზოგი ეპრანჭებოდა, ზოგი კომპლიმენტებს ეუბნებოდა, ამიტომ სულ ჩხუბი მიწევდა...

ლიკაზე ყველა გიჟდებოდა. იყო ძალიან ხალისიანი, სუფთა, ნათელი... ფილმში - "როცა აყვავდა ნუში" მხოლოდ ერთხელ ჩანს, ერთხელ უნდა გაიაროს, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ არ ვიცნობდი. მახსოვს, ერთხელ რუსთაველზე გაიარა... ასე, 50 ბიჭი პირდაღებული ვიდექით და ვუყურებდით ამ საოცარ მშვენიერებას... მერე მუსიკალურში რომ გადავედი და კლასელები აღმოვჩნდით, გავგიჟდი სიხარულით. ძალიან დავმეგობრდით. ყველა ბიჭი გულში, ალბათ, შეყვარებული იყო ლიკაზე, მაგრამ რეალურად ვერ აღვიქვამდით - ზღაპრიდან გადმოსულ მზეთუნახავს ჰგავდა, თვითონ კი ძალიან თავმდაბალი და უშუალო იყო. სამწუხაროდ, სიკვდილის შემდეგ უფრო ვიცით ხოლმე ჩვენი მსახიობების დაფასება. გული მწყდება - მეტს იმსახურებდა, ვიდრე ჰქონდა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი?