ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით კი, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ 138 პირი იმყოფება.

დე ფაქტო სანიტარული სამსახურის მონაცემებით, ცხინვალში მთლიანობაში კორონავირუსის 39 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 31 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"