"დავქორწინდებოდი გაცილებით უფრო ადრე და..." - რას ნანობს და რაზე სწყდება გული ქვეყნის ნომერ პირველ ინფექციონისტს - კვირის პალიტრა

"დავქორწინდებოდი გაცილებით უფრო ადრე და..." - რას ნანობს და რაზე სწყდება გული ქვეყნის ნომერ პირველ ინფექციონისტს

"პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუს" სტუმარი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეა:

- მოვლენა რომელმაც შემცვალა... - ისეთ მოვლენას, რომელმაც პიროვნულად შემცვალა, ვერ ვიხსენებ, შეიძლება იყო ყველაზე ღირსშესანიშნავი, როდესაც გაჩნდა შიდსი, რომელმაც პიროვნულად არ შემცვალა, მაგრამ ჩემი საქმიანობა შეცვალა რადიკალურად, გამიჩნდა მიზანი და ინტერესი. მანამდე ვიყავი კარდიოლოგი, ვმუშაობდი კარდიოლოგად, მაგრამ მართალი გითხრათ, კარდილოგიისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მოსაწყენად მეჩვენებოდა ეს დარგი, როცა გამოჩნდა შიდსი, თითქოს ჩემი ცხოვრების მიზანი ვიპოვე.

- როცა მაქებენ... - რა თქმა უნდა, სასიამოვნოა როცა გაქებენ და მეც მსიამოვნებს, მაგრამ ძალიან სერიოზულად არ აღვიქვამ ამას იმიტომ, რომ გააზრებული მაქვს და დარწმუნებული ვარ, ძალიან იოლად შეიძლება შეიცვალოს ქება საპირისპიროდ.

- მაბრაზებს... - ზოგადაც ემოციური ვარ, ფიცხი ვარ, ასე ამბობენ, ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამაბრაზოს, მაგრამ ყველაზე მეტად ვბრაზდები უსამართლობაზე.

- ადამიანში ვაფასებ... - ალბათ, პირველ რიგში პატიოსნებას და შემდეგ ერთგულებას.

- ვამაყობ... - საერთოდ არ მჩვევია სიამაყე, მაგრამ მაინც თუ ვამაყობ, ეს არის ჩემი ოჯახი, მეუღლე და ჩემი თანამშრომლები.

- გული მწყდება... - ყველაზე მეტად მწყდება გული, რომ ისეთ სამედიცინო დაწესებულებას, როგორიც არის ჩვენი ინფექციური სავადმყოფო, უკვე ათი წელია არ აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობები და მუშაობა უხდება ასეთ გაუსაძლის პირობებში.

- ვნანობ... - თუ რაღაც წვრილმანებს გავიხსენებთ, უამრავ რამეს, მაგრამ თუ სერიოზული უნდა ვთქვა იმას, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს გაფლანგული, არასოდეს, დაწყებული ბავშვობის წლებიდან, თქვენ წარმოიდგინეთ ახლაც, არასოდეს დროის ყადრი არ ვიცოდი და დროს არ ვუფრთხილდებოდი.

- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს... - ორ რამეს შევცვლიდი, დავქორწინდებოდი გაცილებით უფრო ადრე და არ დავკარგავდი დროს ამ კარდიოლოგიაზე და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ვიმუშავებდი იმ დარგში, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს, ეს არის ინფექციური დაავადებები და იმუნოლოგია. იხილეთ ბლიცინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: "თენგიზი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გავიცანი. მის გვერდით ვიყავი რთულ პერიოდებში, მაგრამ..." - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძის მეუღლე?