"თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები" - კვირის პალიტრა

"თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები"

თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული"ფეისბუქ ლაივის" მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"