"ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, რაც ბოლო ორ დღეში ფიქსირდება, შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეიტს სოფელი მუშევანი ახლაც და მანამდეც ქვეყანაში ყველაზე დაზიანებულ ადგილად მიიჩნეოდა.

"გუშინდელი და დღევანდელი მატების შედეგები არ არის შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"