"1200-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი "ზურ­გზე და­ვაგ­დე" - როგორ ცხოვრობს განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძე, რომელმაც წიგნი დაწერა - კვირის პალიტრა

"1200-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი "ზურ­გზე და­ვაგ­დე" - როგორ ცხოვრობს განქორწინების შემდეგ მიშა ანდღულაძე, რომელმაც წიგნი დაწერა

"კომედი ჯგუფის" მსახიობი და სცენარისტი - მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ... მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს...

- კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით - ეს "მეორედ მოსვლა" ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ... წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს - რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე... თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა...

კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. "A" ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი "ზურგზე დავაგდე". ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება... თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა: 15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს...

- კარანტინს ვისთან ერთად ატარებთ?

- შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად... ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო.

- ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის ფონზე, განქორწინებულს შვილთან ურთიერთობისას დისკომფორტი ხომ არ გექმნებათ?

- არანაირად, პირიქით - რაც დრო გადის, ჩვენი შვილის ცხოვრებაში მშობლები უფრო მეტად ჩართულები ვართ. 10 წლის მოსე გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებს, გარკვეულს - დედასთან. შეიძლება, სადმე ერთადაც შევიკრიბოთ ხოლმე... იხილეთ სრულად